ტრაგედია გორში - დაღუპულია მცირეწლოვანი ბავშვი

ტრაგედია გორში - დაღუპულია მცირეწლოვანი ბავშვი

დღეს საღამოს ტრაგედია მოხდა გორი-სკრის საავტომობილო გზაზე.

ავტომანქანა, სადაც ოჯახის წევრები - დედა, მამა და ორი ბავშვი (სადგურის დასახლებაში მცხოვრენი) ისხდნენ, გზიდან გადავარდა.

დაიღუპა სამი წლის ბავშვი, ხოლო ოჯახის დანარჩენ წევრებს, დედ-მამას და კიდევ ერთ არასრულწლოვანს, სამედიცინო ცენტრ "გორმედში" ოპერაცია უტარდებათ.

"გორმედის" წარმომადგენლების ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში 3 წლის ბავშვი უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

სავარაუდოდ, ავტომანქანა დაღმართზე მოყინულ გზაზე მოცურდა.

აღნიშნულ მონაკვეთზე მთის ფერდობებია. სხვადასხვა მონაკვეთზე სავალი ნაწილი ამ დრომდე ნალექიანია, რაც საღამო ჟამს მოყინვას იწვევს.

კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა მოკვლევა უკვე დაიწყეს.

www.qartli.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია