ძლიერი ხანძარი ქიქოძის ქუჩაზე - კორპუსში გაჩენილ ცეცხლს 13 სახანძრო მთელი ღამე აქრობდა

ძლიერი ხანძარი ქიქოძის ქუჩაზე - კორპუსში გაჩენილ ცეცხლს 13 სახანძრო მთელი ღამე აქრობდა

თბილისში, ქიქოძის 6 ნომერში გვიან ღამით, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი შენობის მეოთხე სართულზე, სასხვენო გადახურვაში გაჩნდა და მესამე სართულზეც გავრცელდა, რის შედეგადაც რამდენიმე ოთახი ნაწილობრივ დაიწვა. ადგილზე 13 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძარის ლიკვიდაცია დილის 5 საათზე მოხდა.

იხილეთ ვიდეო

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ქიქოძის ქუჩა 6-ში ხანძრის შესახებ შეტყობინება 03:08 საათზე შემოვიდა. სამსართულიანი სახლის მე-3 სართული ნაწილობრივ და სასხვენო გადახურვა იწვოდა. საერთო ფართი 200-250 კვადრატული მეტრია. ადგილზე თბილისის მთავარი სამმართველოს 13 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა", - განაცხადა დავით გელაშვილმა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზად ელექტროსადენები სახელდება.

ფოტო: თეა ცაგურიშვილი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია