კურორტ "გოდერძიზე" მომხდარ უბედურ შემთხვევას აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი ემსხვერპლა

კურორტ "გოდერძიზე" მომხდარ უბედურ შემთხვევას აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი ემსხვერპლა

კურორტ გოდერძის სათხილამურო ტრასაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული მოთხილამურე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი მოთხილამურე შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა.

"შემთხვევა პირველ იანვარს მოხდა. ერთმანეთს ორი მოთხილამურე შეეჯახა. დაშავებულს ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. იმავე დღეს ბათუმში სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხდა მისი გადარჩენა, დაშავებული დღეს გარდაიცვალა", - აცხადებს შპს "კურორტ გოდერძის" დირექტორი ჯემალ ბოლქვაძე.

გარდაცვლილი ახალგაზრდა თემურ გაბაიძეა, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი იყო. კურორტ გოდერძიზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს კურორტ "გოდერძიზე" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. სამინისტრო თანადგომას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო. ტრაგიკულად დაღუპული პიროვნება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, შესაბამისად უწყების თითოეული თანამშრომლისთვის მომხდარი ფაქტი განსაკუთრებით მძიმეა. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება.

რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს კურორტ "გოდერძიზე", კურორტზე მოქმედებს პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი, სქი პატრული და საზოგადოებრივ წესრიგს შსს აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონის სამმართველოს ჯგუფი იცავს. სათხილამურო ტრასების ტერიტორიაზე განთავსებულია გამაფრთხილებელი ნიშნები, დამცავი ბადეები, სათხილამურო ტრასების კონტურის აღმნიშვნელი ალმები. თუმცა, კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოხმდარი საზარელი ტრაგედიაა და კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვხატავთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით", - ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია