გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ახალგაზრდა ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ახალგაზრდა ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

თბილისში ახალგაზრდა ქალმა, ბენზინის აალების შედეგად მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მისთვის უცნობია სად მიიღო დაახლოებით 24-26 წლის ახალგაზრდა ქალმა დამწვრობა, რომელიც ბენზინის აალების შედეგად მოხდა.

"სახეზეა ბენზინის აალების კვალი. უცნობია, იყო თუ არა ეს სუიციდის მცდელობა. ბენზინის აალების შედეგად სხეულის 20%-ია დამწვარი, მე-2-მე-3 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. პაციენტი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია. იგი კონტაქტურია და მზადდება ოპერაციისთვის", - განაცხადა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, პაციენტს დამწვრობა თავზე, კისერზე, წინამხრებსა და მტევნებზე აღენიშნება. სავარაუდოდ, დაზიანებულია სასუნთქი გზებიც.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით კი, ახალგაზრდა ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია