ნივთი, რომელმაც ამ მამაკაცის სიცოცხლე ლამის იმსხვერპლა, საქართველოში თითქმის ყველა ოჯახშია...

ნივთი, რომელმაც ამ მამაკაცის სიცოცხლე ლამის იმსხვერპლა, საქართველოში თითქმის ყველა ოჯახშია...

30 წლის ამერიკელი მამაკაცი ერთი შეხედვით უწყინარი ნივთის მსხვერპლი გახდა. აიდაჰოელმა ენდრიუ ჰოლიმ 7 კბილი დაკარგა და პირის ღრუს მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო მას შემდეგ, რაც პირში ელექტრონული სიგარეტი აუფეთქდა.

სიგარეტის 30 წლის მსხვერპლმა თავისი დაზიანებების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომ სხვა მწეველები შესაძლო საშიშროებისგან იხსნას. როგორც ენდრიუ წერს, ის ერთი წელი ეწეოდა ელექტრო სიგარეტს და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევის შემდეგ აღარ აპირებს მოწევა გააგრძელოს. ის დაზიანებების გამო ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სავარაუდოდ, აფეთქება ელექტრო-სიგარეტის ბატარეამ გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, სხვა სამედიცინო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ელექტრონული სიგარეტი, ჩვეულებრივი სიგარეტის მსგავსად, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

ელექტროსიგარეტი ისეთსავე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევს, როგორსაც ტრადიციული სიგარეტი. საქმე ის არის, რომ ამ გაჯეტებში ნიკოტინის თხევადი სახეობაა, რომელიც ყველაზე ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თხევადი ნიკოტინის მაღალი შემცველობის გამო, რომელიც მალე იწვევს დამოკიდებულების გაჩენას, ელექტროსიგარეტისთვის თავის დანებების შანსი მინიმალურია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია