უმძიმესი ავარია ნავთლუღში: დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის მამა-შვილი

უმძიმესი ავარია ნავთლუღში: დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის მამა-შვილი

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მამა-შვილი. შემთხვევა 21 იანვარს ღამით, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა, შემდეგ კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს შეასკდა. ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. დაიღუპნენ მანქანაში მსხდომი მამა-შვილი, ხოლო დედის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, უმძიმესია.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია, ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია