ფოთში ავარიას 19 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ფოთში ავარიას 19 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ფოთის გასასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანა ბოძს შეეჯახა. ავტომანქანას 19 წლის მამაკაცი მართავდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმის, მაკა ჯამბურიას თქმით, მათი ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან ოპარატიულად მივიდა, თუმცა მძღოლი გარდაცვლილი დახვდათ.

ადგილზე მობილიზებული იყო ასევე სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. მინდინარეობს გამოძიბა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია