კოსტავას ქუჩაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

კოსტავას ქუჩაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავტომობილი შუახნის მამაკაცს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია