კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:03 / 30-01-2017
"ეთქვათ და დავტოვებდით ტერიტორიას, საქონელს გადავარჩენდით..." - რას ყვებიან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძარზე მოვაჭრეები
ბავშვთა სამყაროში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ადგილზე სამაშველო სამსახურის 26 მანქანა მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ბავშვთა სამყაროში ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. უცნობია რა ტერიტორიაა დამწვარი, თუმცა ხანძარმა გაანადგურა ბავშვთა სამყარო, ოქროს ბირჟა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საწყობები. დაზარალებულია ასობით მოვაჭრე, რომლებიც ამბობენ, რომ მათი ზარალი ათი ათასობით ლარია. მოვაჭრეები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ხანძარი ელექტროენერგიის მიზეზით გაჩნდა. მათი თქმით, შესაძლოა ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი.

იხილეთ კადრები ხანძრის ადგილიდან

"მიზეზებზე არავინ არ საუბრობს, ვინ იტყვის რამეს? ვინ რას აგვინაზღაურებს? ვინ რას ჩამოგვაწერს?... გათბობა ჩვენ არ გვქონდა და არაფერი, ვიყინებოდით და შიშით "პლიტასაც" არ ვრთავდით. დენი მაშინვე ითიშებოდა, როგორც ვამთავრებდით მუშაობას. ჯერ შუქები ქრებოდა და მერე გავდიოდით შენობიდან... იყო საუბარი რომ აქ აშენება უნდოდათ რაღაცის. გაიჟღერა რომ "კარფურის" მსგავსი ცენტრი
You must have Flash Player installed in order to see this player.
უნდა აშენებულიყო. აშენებულიყო კი ბატონო, მაგრამ ჩვენ რას გვერჩოდნენ?!.. ჩვენ არ დავზარალებულიყავით...", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

ვიდეო: პირველი შიდა კადრები გადამწვარი "ბავშვთა სამყაროდან" - უახლესი ვიდეომასალა მონტაჟის გარეშე

"თითო ადამიანის უკან 10 და 15 კაცი დგას. ულუკმაპუროდ დავრჩით, ათი ათასობით ლარი გვაქვს ვალი. ეს ყველაფერი მოწყობილია! რუბილნიკით ითიშებოდა შუქი საღამოს 7 საათზე და როგორ გაჩნდა ხანძარი ღამის 2 საათზე? ამბობენ, რომ აუქციონზე იყო ტერიტორია გატანილი და გაიყიდა. ეთქვათ და დავტოვებდით ტერიტორიას, საქონელს მაინც გადავარჩენდით...", - ყვება კიდევ ერთი მოვაჭრე.

ასევე იხილეთ: ხანძრისგან განადგურებული საქონელი და დაზარალებული მოვაჭრეები - უახლესი ფოტოები "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიიდან
You must have Flash Player installed in order to see this player.
16:57 / 06-02-2017
მეტი საქმე არ ჰქონდა ბიძინას, რომ ეგ შენობა დაეწვა. სისულელესაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი. სწორედაც დირექტორი იყო ვალდებული, დაეცვა უსაფრთხოების წესები. ახლა თვითონ დაზღვევის ფულს აიღებს და გააგრძელებს ცხოვრებას უპრობლემოდ. საცოდავმა ხალხმა იკითხოს. ბიძინა შეიძლება დახმარებოდა კიდეც, მაგრამ მადლობის მაგივრად იმდენი ლანძღა ყველამ, ვისაც არ ეზარებოდა, რომ უმადური ხალხისთვის ალბათ აღარ შეიწუხებს თავს.
martali
05:29 / 04-02-2017
ხოდა ხალხნო ვინც ამ ადგილს და სჰენობას იყიდის ან მიიტვისებს ზუსტად ის იქნება დამნაშავე და მან უნდა აუნაზღაუროს ხალხს ზარალი.
a.b.c.d.-s
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი"
რატომ დაიწვა "ბავშვთა სამყარო " ასე სწრაფად - ამის შესახებ ინფორმაციას, არასამთავრობო
მათ პოლიციის მიერ მოწყობილი სპეციალური ჯებირების გარღვევა რამდენჯერმე სცადეს
მოვაჭრეებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას სამართალდამცავები არ აძლევენ
"ცეცხლმოდებული სახლიდან ორი ბავშვი გამოვიყვანეთ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:37 / 19-02-2017  Image ირაკლი ალასანია საქმიანობას ვაშინგტონში, ბიზნესის სფეროში განაგრძობს
ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს დღეს პარტიის ყრილობის შემდეგ განუცხადა
16:49 / 19-02-2017  Image დღის ფოტო: "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან
აქციის დასასრულს "რუსთავი 2"-ის თანმაშრომლები სრული შემადგენლობით სცენაზე ავიდნენ
20:30 / 19-02-2017  Image სოსო ოხანაშვილის კომენტარი პატრიარქის ვიდეომიმართვის შეახებ
"როდესაც პატრიარქის ვიდეომიმართვა ჩაიწერა, მასთან ერთად პალატაში რამდენიმე მღვდელმთავარი და სასულიერო პირი იმყოფებოდა"
14:22 / 19-02-2017  Image როგორი იქნება მსოფლიო 2030 წელს - ყველაზე "თავქარიანი" მილიარდერის 6 პროგნოზი
საჯარო ტრანპორტი ავტოპილოტზე მოსიარულე ავტობუსებით შეიცვლება
15:00 / 19-02-2017  Image სკანდალური რუსი ლამაზმანი მაისურზე ქართული წარწერით: "ყველამ თავის ბ... მამიდას მიხედოს"
თბილისელი დიზაინერის ალექსანდრ არუთინოვის მაისურით წარსდგა
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49