"ეთქვათ და დავტოვებდით ტერიტორიას, საქონელს გადავარჩენდით..." - რას ყვებიან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძარზე მოვაჭრეები

"ეთქვათ და დავტოვებდით ტერიტორიას, საქონელს გადავარჩენდით..." - რას ყვებიან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძარზე მოვაჭრეები

ბავშვთა სამყაროში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ადგილზე სამაშველო სამსახურის 26 მანქანა მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ბავშვთა სამყაროში ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. უცნობია რა ტერიტორიაა დამწვარი, თუმცა ხანძარმა გაანადგურა ბავშვთა სამყარო, ოქროს ბირჟა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საწყობები. დაზარალებულია ასობით მოვაჭრე, რომლებიც ამბობენ, რომ მათი ზარალი ათი ათასობით ლარია. მოვაჭრეები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ხანძარი ელექტროენერგიის მიზეზით გაჩნდა. მათი თქმით, შესაძლოა ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი.

იხილეთ კადრები ხანძრის ადგილიდან

"მიზეზებზე არავინ არ საუბრობს, ვინ იტყვის რამეს? ვინ რას აგვინაზღაურებს? ვინ რას ჩამოგვაწერს?... გათბობა ჩვენ არ გვქონდა და არაფერი, ვიყინებოდით და შიშით "პლიტასაც" არ ვრთავდით. დენი მაშინვე ითიშებოდა, როგორც ვამთავრებდით მუშაობას. ჯერ შუქები ქრებოდა და მერე გავდიოდით შენობიდან... იყო საუბარი რომ აქ აშენება უნდოდათ რაღაცის. გაიჟღერა რომ "კარფურის" მსგავსი ცენტრი უნდა აშენებულიყო. აშენებულიყო კი ბატონო, მაგრამ ჩვენ რას გვერჩოდნენ?!.. ჩვენ არ დავზარალებულიყავით...", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

ვიდეო: პირველი შიდა კადრები გადამწვარი "ბავშვთა სამყაროდან" - უახლესი ვიდეომასალა მონტაჟის გარეშე

"თითო ადამიანის უკან 10 და 15 კაცი დგას. ულუკმაპუროდ დავრჩით, ათი ათასობით ლარი გვაქვს ვალი. ეს ყველაფერი მოწყობილია! რუბილნიკით ითიშებოდა შუქი საღამოს 7 საათზე და როგორ გაჩნდა ხანძარი ღამის 2 საათზე? ამბობენ, რომ აუქციონზე იყო ტერიტორია გატანილი და გაიყიდა. ეთქვათ და დავტოვებდით ტერიტორიას, საქონელს მაინც გადავარჩენდით...", - ყვება კიდევ ერთი მოვაჭრე.

ასევე იხილეთ: ხანძრისგან განადგურებული საქონელი და დაზარალებული მოვაჭრეები - უახლესი ფოტოები "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია