რა ფართობი დაიწვა "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად

რა ფართობი დაიწვა "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, "ბავშვთა სამყაროს" მზიდმა კონსტრუქციამ დაზიანება მიიღო და შენობა ავარიულია.

როგორც დავით გელაშვილმა აღნიშნა, ხანძრის შესახებ ინფორმაცია 04:10 საათზე შევიდა, ხოლო პირველი დანაყოფი 3 წუთში მივიდა ადგილზე. მისივე თქმით, ცეცხლი თითქმის მთლიან შენობას ეკიდა.

"გამოძახებიდან 3 წუთში მოვიდა პირველი დანაყოფი, დადასტურდა ფაქტი, რომ იწვოდა "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე ღია სავაჭრო ფართი, 3 000 კვ. მეტრზე მეტი. ადგილზე მუშაობდა 31 სახანძრო დანაყოფი, თუმცა 5 წუთში, ხანძრის ქრობიდან ცეცხლი გავრცელდა "ბავშვთა სამყაროს" მთლიან შენობაზე, რომლის ფართი 10 000 კვ. მეტრია, ხოლო ცეცხლის ქრობიდან 10-12 წუთში, 18 000 კვ.მეტრი ღია ცეცხლის ფართობი იწვოდა. ამ მომენტისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული ობიექტების დამუშავება", - განაცხადა დავით გელაშვილმა.

მისივე თქმით, ხანძრის გამოწვევ მიზეზებზე საუბარი არ შეუძლია, რადგან ადგილზე მისვლის შემდეგ ცეცხლი მთელ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.

ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია