"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას მეხანძრე დაშავდა

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას მეხანძრე დაშავდა

სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას ერთი მეხანძრე დაშავდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტეს, მეხანძრე მსუბუქადაა დაშავებული. მას სასწრაფო დახმარების მიერ პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია.

"დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, დაშავებული მეხანძრის ჰოსპიტალიზება არ მომხდარა", - განაცხადეს უწყებაში.

ასევე იხილეთ: ხანძრისგან განადგურებული საქონელი და დაზარალებული მოვაჭრეები - უახლესი ფოტოები "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია