„ბავშვთა სამყაროში“ ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა - უახლესი ინფორმაცია ადგილიდან

„ბავშვთა სამყაროში“ ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა  - უახლესი ინფორმაცია ადგილიდან

ბავშვთა სამყაროში" ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა. შესაბამისად, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ტერიტორიაზე ამჟამად კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა.

ხანძრის ახალი კერების გაჩენას "ბავშვთა სამყაროსთან" შეკრებილთა პროტესტი მოჰყვა. ისინი ადგილზე სახანძრო სამსახურის დამატებითი ბრიგადების მისვლას მოითხოვენ.

არსებული ინფორმაციით, შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ თავად მაშველები, ვინაიდან ძლიერმა ხანძარმა სავაჭრო ცენტრის კონსტრუქცია დააზიანა და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ცეცხლის ახალ კერებს გარე პერიმეტრიდან ებრძვიან.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია