ლექვინაძე - მეპატრონეების მხრიდან ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების სახელმწიფო სტრუქტურებისკენ გადამისამართება უპასუხისმგებლო ქმედებაა

ლექვინაძე - მეპატრონეების მხრიდან ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების სახელმწიფო სტრუქტურებისკენ გადამისამართება უპასუხისმგებლო ქმედებაა

თუ მეპატრონე იჯარის თანხას ართმევს მეწარმეებს, მაშინ იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე და შესაბამისი პასუხისმგებლობაც აიღოს, თუ მსგავსი ტიპის შემთხვევა მოხდა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსში" მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მეპატრონეების მხრიდან ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების სახელმწიფო სტრუქტურებისკენ გადამისამართება უპასუხისმგებლო ქმედებაა.

"ვის სავაჭრო სივრცეშიც იმყოფებიან მეწარმეები, ამ სავაჭრო სივრცის მფლობელი ვალდებულია შეუქმნას შესაბამისი პირობები ყველა მეწარმეს, ვინც მათთან არის განთავსებული. ეს ეხება როგორც კომფორტის, ასევე უსაფრთხოების ნაწილს. ამიტომ ყველამ კეთილი უნდა ინებოს და თუ იაჯრის თანხას ართმევს ამ მეწარმეებს, იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე და შესაბამისი პასუხისმგებლობაც აიღოს, თუ მსგავსი ტიპის შემთხვევა მოხდა. არ მინდა გამოძიების დასკვნებს გავუსწრო, მაგრამ თუ დადგინდა, რომ უსაფრთხოების პირობები შეუსაბამო იყო იმ ტექნიკურ რეგლამენტთან, რაც მიზანშეწონილია, კეთილი ინებონ და ამ ადამიანებმა პსუხისმგებლობა აიღონ. ნუ მისცემენ მეწარმეებს მითითებას სახელმწიფო სტრუქტურებისკენ, იმიტომ, რომ ეს არის უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან", - განაცხადა ლექვინაძემ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია