ბრაკონიერებმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შველი დაჭრეს

ბრაკონიერებმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შველი დაჭრეს

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერობის ფაქტი დაფიქსირდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტი-ბრაკონიერული ღონისძიების დროს, რეინჯერებმა სროლის ხმა გაიგეს და დევნის ოპერაციის შედეგად დაჭრილ შველს მიაკვლიეს.

თოვლზე კვალის მიხედვით, შველი სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია. შემთხვევა ჩითახევის ტერიტორიაზე მოხდა.

რეინჯერებმა შველი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გადმოიყვანეს. ცხოველს სამედიცინო დახმარება ვეტერინარმა აღმოუჩინა.

ფოტო: კატო ბენდელიანი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია