ბათუმში 47 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში 47 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებაში 47 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მეზობლებმა სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს და კარები შეამტვრიეს. უწყების ცნობით, პირველადი დათვალიერებით მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია