ხანძარი თბილისში - გარდაცვლილია მამაკაცი

ხანძარი თბილისში - გარდაცვლილია მამაკაცი

თბილისში ხანძრის შედეგად 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. ცეცხლი კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილის N127-ში გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 150 კვ მეტრამდე ფართზე იყო გავრცელებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია