ავტოსაგზაო შემთხვევა სიმონეთში - დაშავებულია 6 სამხედრო მოსამსახურე

ავტოსაგზაო შემთხვევა სიმონეთში - დაშავებულია 6 სამხედრო მოსამსახურე

მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანაქანა, რომელსაც პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა, ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, კოლონა დასახლებულ პუნქტ სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაადგილების წესების დაცვით, სამხედრო პოლიციის ესკორტით მოძრაობდა, თუმცა, ავტომანქანა ტალახში მოსრიალდა, რის შედეგადაც ხეს შეეჯახა და 6-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

უწყების პრესსამსახურის განმარტებით, სამხედროები გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან მკურნალობას. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები.

"ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე მე-400 მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაც გულისხმობს საბრძოლო სპეციალური, ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპულუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.

გამოძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მათი ცნობით, შემთხვევის ადგილზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და სამხედრო პოლიციის უფროსი დავით კარიაული იმყოფებოდნენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია