ავარია ბათუმში - ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა

ავარია ბათუმში - ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქასაძემ განაცხადა, პირველადი დათვალიერებით ერთ-ერთ პაციენტს ნეკნები აქვს დაზიანებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია