გორთან რამდენიმე მანქანა გზიდან გადავარდა

გორთან რამდენიმე მანქანა გზიდან გადავარდა

გუშინ დილით, გორის ავტობანზე ავარია მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევა დაახლოებით დილის ათ საათზე მოხდა. ავარიის შედეგად სამი ავტომობილი გზიდან გადავარდა, ერთი მერსედესის მარკის მანქანა კი ტრასაზე ამოტრიალდა. შეჯახება სავარაუდოდ გზის მოყინვამ გამოიწვია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ამბები.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-ს ცნობით, ტრასაზე ამოტრიალებული მერსედესის მარკის ავტომობილის ავარიის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 125-ე მუხლით, ხოლო ხევში გადავარდნილი ავტომობილის ფაქტზე 276-ე მუხლის 1 ნაწილით.

თამარ ბოჭორიშვილი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია