ბათუმში 19 წლის გოგონა საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადახტა

ბათუმში 19 წლის გოგონა საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადახტა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონამ სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, გოგონა საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადახტა. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 2-საათიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ნახეთ ვიდეო| "არაფერს არ ითხოვდა, პირჯვარს იწერდა" - რას ამბობენ 19 წლის გოგონაზე, რომელიც ბათუმში, სახლის სახურავიდან გადახტა

როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე გიორგი კიკაბიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გოგონას გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინის მძიმე დაზიანება გახდა.

"პაციენტი საავადმყოფოში თავის არეში მძიმე დაზიანებით შემოიყვანეს. ორი საათის განმავლობაში ვცდილობდით მის გადარჩენას, თუმცა სამწუხაროდ, გარდაიცვალა,"- განაცხადა კიკაბიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფატზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია