თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა

თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა

თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა მცირე ხნით შეფერხებული იყო.

როგორც "ინეტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. შსს-ს ცნობით, თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე მოძრაობა უკვე აღდგენილია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია