ხანძარი ბათუმის ღამის კლუბში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი, სამმა მძიმე დამწვრობა მიიღო

ხანძარი ბათუმის ღამის კლუბში  - გარდაცვლილია ერთი ადამიანი, სამმა მძიმე დამწვრობა მიიღო

ბათუმში, ღამის კლუბ "არენაში" გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი ქალი, ოთხი ადამიანი კი დაშავდა.

ღამის კლუბში ცეცხლი წუხელ გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი კონდიციონერის დაზიანებამ გამოიწვია. ცეცხლის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია.

გარდაცვლილი ქალი ღამის კლუბის თანამშრომელი იყო. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

"სტაციონარში გადმოიყვანეს სამი ახალგაზრდა - ორი მანდილოსანი და ერთი მამაკაცი სხეულის დამწვრობით. მამაკაცს სხეულის დაახლოებით 60%-მდე აქვს დამწვარი, მანდილოსნებს 80-დან 100%-მდე. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან", - განაცხადა ექიმმა ინგა გონცელიძემ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია