სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე დაკარგული მონადირის ცხედარი იპოვეს

სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე დაკარგული მონადირის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი დაკარგული მონადირე ჯემალ მორჩილაძეა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ სანადიროდ წავიდა და გაუჩინარდა. ამჟამად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, თუმცა ოჯახის წევრებმა ის უკვე ამოიცნეს.

სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იყვნენ ჩართული. უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია