რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვის შედეგად 26 წლის ქალი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვის შედეგად 26 წლის ქალი მოიწამლა

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვის შედეგად 26 წლის ქალმა ინტოქსიკაცია მიიღო. შემთხვევა აბაზანაში მოხდა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალს ჩო-თი ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნები ჰქონდა, მას სამედიცინო დახმარება დროულად აღმოჩინეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. შემთხვევის დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ ინტოქსიკაცია არ მიუღიათ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის 15-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი ფატალურად დასრულდა. მე-19 მიკრო რაიონში, საცხოვრებელ ბინაში 21 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო მისი 18 წლის მეუღლე კლინიკა ,,რუსთავში" მოათავსეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია