ავარია ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე - არის მსხვერპლი

 ავარია ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე - არის მსხვერპლი

ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, ავარიის დროს ერთმანეთს ჟიგულის მარკის ორი ავტომობილი და "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი შეეჯახნენ.

ერთ-ერთ ავტომობილს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ჟიგულის მარკის ავტომობილი ხილით იყო დატვირთული.

ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია