რუსთავში გაზის ნამწვით სამი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა

რუსთავში გაზის ნამწვით სამი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა

რუსთავში, მე-12 მიკრო რაიონში #33 საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. როგორც მოწამლულების ოჯახის წევრები აცხადებენ, საცხოვრებელ ბინაში გაჟონვა წყლის გამათბობლიდან მოხდა.

მოწამლულ ახალგაზრდა მამაკაცს და მცირეწლოვან ბავშვს სამედიცინო დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმმა ადგილზე აღმოუჩინა, ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა კი მძიმე იყო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია