"სანამ ბავშვი არ გაშავდა და გონება არ დაკარგა, ვერ მიხვდნენ, რომ ექიმისთვის მიემართათ" - 13 წლის მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

"სანამ ბავშვი არ გაშავდა და გონება არ დაკარგა, ვერ მიხვდნენ, რომ ექიმისთვის მიემართათ" - 13 წლის მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 13 წლის მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მოზარდს სხეულის ოცი პროცენტი აქვს დამწვარი და მე-3 ხარისხის დამწვრობა აღენიშნება... იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი - გუგა ქაშიბაძე მოზარდის მდგომარეობაზე გვესაუბრა...

- ბავშვი ჩვენს კლინიკაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა… აღენიშნებოდა სხეულის ოცი პროცენტი დამწვრობა, ლოკალიზებული იყო წელზე, ზურგზე და დუნდულოებზე... მან ტრავმა მიიღო ადუღებული, სუფთა წყლის გადასხმის შედეგად და ექვსი დღის განმავლობაში ექიმბაშთან მკურნალობდნენ,

რაღაც სახლში დამზადებული ნათითხნი მალამოებით, რომელსაც ალბათ მალამოსაც ვერ დავარქმევთ... ბავშვის მდგომარეობა გართულდა, სუნთქვა გაუჭირდა, გონება დაკარგა, დაებინდა, ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო და ბავშვი გადაყვანილ იქნა მარნეულის კლინიკაში. იქედან სასწრაფო მანქანის დახმარებით მოხვდა ჩვენს კლინიკაში, საკმაოდ რთულ სიტუაციაში.

თქვენ გცემთ პატივს და თქვენს მკითხველს, თორემ ბავშვის მშობლების გასაკიცხად სიტყვები არ მყოფნის. 21-ე საუკუნეში რომ ეს შემთხვევა საზღვარგარეთ მომხდარიყო, სავარაუდოდ მშობელს ბავშვზე უფლებას ჩამოართმევდნენ. ნებსით თუ უნებლიეთ ბავშვის სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე იდგა და ამას გამართლება არ აქვს! მედიცინაში ვერ ვერკვევიო, მოიმიზეზებენ და მედიცინაში ასე ექიმის გარდა ვერავინ ერკვევა! წაიკითხეთ სრულად

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია