სენაკში 1 კვირის წინ დაკარგული ბიჭის ცხედარს მდინარეში ეძებენ - რა ბრალდებით დააკავა შსს-მ ბავშვის მეზობელი

სენაკში 1 კვირის წინ დაკარგული ბიჭის ცხედარს მდინარეში ეძებენ - რა ბრალდებით დააკავა შსს-მ ბავშვის მეზობელი

სენაკში 23 თებერვალს დაკარგული 8 წლის ბიჭი გარდაცვლილია. ბავშვის ცხედარს მდინარე ტეხურაში ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, ნიკა გ-ს გარდაცვალების ფაქტს ერთი ადამიანი შეესწრო. ბიჭი მდინარის ნაპირზე ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა და ამოსვლა ვეღარ მოახერხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ დროს მდინარესთან კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად დაკავებულია. მის წინააღმდეგ საქმე 129-ე მუხლითაა აღძრული, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას, ან დახმარების გაწევის შეუტყობინებლობას სხვა პირისთვის. დაკავებული 8 წლის ბიჭის მეზობელია.

იხილეთ ვიდეო

თუმცა, ოჯახის ვერსიით, მათი შვილი ჯერ მოკლეს და ამის შემდეგ გადააგდეს მდინარეში. "წამოიყვანა, მოკლა და გადააგდო მდინარეში. მიზეზი არ იყო არავითარი, მინდა რომ დაისაჯოს" - ამბობს 8 წლის ბიჭის მამა.

ნიკა გ. სენაკში 23 თებერვალს დაიკარგა. დაკარგულის მამის ინფორმაციით, ბავშვი დაახლოებით 15:00 საათზე ეზოში გავიდა სათამაშოდ, თუმცა მას შემდეგ არავის უნახავს.

სამართალდამცველები სამძებრო სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებენ. ამჟამად საძიებო სამუშაოები მდინარეში მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ბავშვს გულზე ოპერაცია აქვს გაკეთებული.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია