ბათუმში 31 წლის მამაკაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში 31 წლის მამაკაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე, 31 წლის მამაკაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც მეზობლები აცხადებენ, დღეს დილით, ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი სახლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე სამაშველო სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია