რუსთავში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გაზით გაიგუდა

რუსთავში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გაზით გაიგუდა

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.

1991 წელს დაბადებული ქალი და 1979 წელს დაბადებული მამაკაცი მათთან სტუმრად მისულმა ნათესავმა ქალბატონმა უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. მან 112-ში დარეკა, თუმცა ბინაში მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალიც და მამაკაციც უკვე გარდაცვლილი დახვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე 1 მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სოცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია