კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის ლოკალიზებას ამ წუთებშიც ცდილობენ - კადრები ადგილიდან

კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის ლოკალიზებას ამ წუთებშიც ცდილობენ - კადრები ადგილიდან

საბჭოს მოედანთან, კლდიაშვილის ქუჩაზე სამსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე რამდენიმე სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ განუცხადა, ხანძარი საბოლოოდ ჯერ არ ჩამქრალა, თუმცა, გავრცელების საშიშროება აღარ არის.

მისივე ინფორმაციით, მობინადრეებიდან არავინ დაშავებულა. მხოლოდ ერთი მეხანძრე დაშავდა მსუბუქად. მალანიას თქმით, ხანძრის შედეგად დამწვარია 2000-ზე მეტი კვ.მ. ფართობი. მისივე განმარტებით, დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. ნახეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია