მენინგოკოკური ინფექციით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

მენინგოკოკური ინფექციით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს"თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ჯონი ჯანაშიამ განუცხადა, ბავშვი მენინგოკოკური ინფექციის შედეგად გარდაიცვალა. მშობლებმა ბავშვის ჩამოყვანა დააგვიანეს. "უმძიმესი მდგომარეობა იყო, ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, დღეს დილით, 05:00 საათზე გარდაიცვალა. კლინიკაში რომ მოიყვანეს, ფაქტიურად, მენინგოკოკური სისხლჩაქცევები სხეულზე უკვე მოდებული იყო", - განაცხადა ჯონი ჯანაშიამ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემ განუცხადა, 4 წლის ბიჭი ბათუმის "დედათა და ბავშვთა" ცენტრში 8 მარტს მოათავსეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.

"ჩვენი ინფორმაციით, ბავშვს ტემპერატურამ 6 მარტს აუწია. თავის ტკივილებითა და მომატებული ტემპერატურით იგი 8 მარტს სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს. ექიმმა კონსულტაციის დროს საჭიროდ ჩათვალა, რომ ბავშვს საგანგაშო ნორმები არ ჰქონდა და გაუშვა სახლში. დაახლოებით 7 საათის შემდეგ, დაეწყო გამონაყარი და ბათუმის "დედათა და ბავშვთა" ცენტრში ისევ გადაიყვანეს, საიდანც უკვე რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს, სადაც სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა. აღნიშნული შემთხვევა აჭარაში წელს პირველი შემთხვევაა", - აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

მისივე ინფორმაციით, აჭარაში ყოვეწლიურად მენინგოკოკური ინფექციის ერთეული შემთხევევა ფიქსირდება. ბოლო სამი წლის სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს - სამი, 2015 წელს - ორი, 2016 წელს ერთი და მიმდინარე წელს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია