აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის მონაწილეები კვლავ დაბრუნდნენ

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის მონაწილეები კვლავ დაბრუნდნენ

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის მონაწილეები კვლავ დაბრუნდნენ. ამის შესახებ "ინტერპერსნიუსის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება. სპეცრაზმის მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

სპეციალური დანიშნულების რაზმი ამჟამად პოლიციის სამმართველოს ეზოში იმყოფებიან.

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სპეციალური დანიშნულების რაზმი რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა, რომელმაც აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მანამდე კი აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის წევრებს და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.

ნახეთ პირდაპირი ეთერი ბათუმიდან

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აქცია ბათუმში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია