ბათუმში მიმდინარე აქციაზე დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ასევე სამართალდამცავები

ბათუმში მიმდინარე აქციაზე დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ასევე სამართალდამცავები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე აქციაზე დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ასევე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. ამის შესახებ პატარაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა სამსახური მობილიზებულია, რათა შემთხვევებზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს.

"რამდენიმე ადამიანია დაშავებული, როგორც მოსახლეობის მხრიდან, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ სწრაფი რეაგირებისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას სიმშვიდისკენ, არ აყვნენ პროვოკაციებს და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მოწოდებებს", - განაცხადა პატარაძემ.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აქცია ბათუმში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია