ცეცხლმოკიდებული მანქანა და საბურავები - ფოტოები ბათუმიდან

ცეცხლმოკიდებული მანქანა და საბურავები - ფოტოები ბათუმიდან

ბათუმის პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანა იწვის. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა იწვის. ცეცხლი წაუკიდეს საბურავებსაც.

ამ წუთებში ადგილზე სიტუაციის გასარკვევად შინაგან საქმეთა მინისტრი მიემგზავრება.

პოლიციისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირების შედეგად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 11 პაციენტი იქნა შეყვანილი, მათ შორის 5 პოლიციელი. 3 გაზის მოწამვლის სიმპტომით იყო. 2 მათგანი გაეწერა, ერთი ჰოსპიტალური დაკვირვების ქვეშაა. იყო 6 სხვადახვა სახის ზედაპირული ტრავმები და ჭრილობები, 4 მათგანი უკვე გაწერილია, ორი გადის კვლევას და მათ შორის საყურადღებოა დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი, რომელსაც სახის ძვლის ტრავმა აქვს.

როგორც ის ამბობს, დიდი ზომის ქვა მოხვდა სახის არეში.

ფოტო: მარიკო კეკელიძე

ნახეთ პირდაპირი ეთერი ბათუმიდან

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აქცია ბათუმში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია