ბათუმში, პოლიციის კიდევ ერთი მანქანა დააზიანეს, შემდეგ კი დაწვეს

ბათუმში, პოლიციის კიდევ ერთი მანქანა დააზიანეს, შემდეგ კი დაწვეს

ბათუმში, აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეებმა პოლიციის კიდევ ერთი მანქანა დააზიანეს, შემდეგ კი დაწვეს. ახალგაზრდების ჯგუფმა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ჯერ ქვებითა და ფეხებით დაამსხვრიეს, შემდეგ კი ის მთავარი სამმართველოს ჭიშკართან მიიტანეს, სადაც ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა ცეცხლი ნაგვის ურნებშიც დაანთეს და ისინიც ასევე მთავარი სამმართველოს შესასვლელთან განათავსეს. სამმართველოს ეზოში სპეცრაზმი ამ დრომდეა მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად ხელს არ უშლიან, თუმცა პერიოდულად ტერიტორიაზე ცრემლსადენ გაზს უშვებენ. ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა უკვე საპატრულო პოლიციის მეოთხე მანქანა დაწვეს.

ჭავჭავაძის ქუჩაზე ამ წუშებში ნაძვის ხე იწვის.

ნახეთ კადრები, როგორ ანადგურებენ აქციის მონაწილეები პატრულის ავტომობილს

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აქცია ბათუმში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია