ავარია ფონიჭალაში - ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა, მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ავარია ფონიჭალაში - ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა, მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა, თბილისი-რუსთავის მარშუტზე მოძრავი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგოროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, არსებული ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მსუბუქადაა დაშავებული რამდენიმე ადამიანი.

ავარია 17.00 საათისთვის მოხდა, თუმცა რუსთავის გზატკეცილზე ამ დრომდე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია და მოძრაობა სრულად პარალიზებულია. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია