კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:08 / 16-03-2017
ქართველი ექიმის გმირობა მოსკოვში - ქალმა მოხუცი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა სიკვდილს
მოსკოვში ტრაგიკულად დაიღუპა ქართველი ექიმი-გინეკოლოგი ნანა ადამაძე. 68 წლის ქალმა სიკვდილს გადაარჩინა სმენადაქვეითებული მოხუცი, რომელსაც მატარებელი  ეჯახებოდა. ნანა ადამაძე ლიანდაგისკენ გაიქცა, მოხუცი რელსებიდან გადააგდო, მაგრამ თავად დაიღუპა.

ტრაგედია პოდმოსკოვიეში 9 მარტს მოხდა. თუმცა, ფაქტის შესახებ სხვადასხვა რუსულენოვან საიტზე დღეს დაიწერა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ტრაგედია "პერლოვკას" სადგურზე მოხდა. როგორც ისინი ამბობენ, მოხუცს ხალხის ყვირილი არ ესმოდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, - სიყრუვის გამო. ნანა ადამაძე მისკენ გაიქცა და ლიანდაგიდან გადააგდო ქალი, თვითონ კი ადგილზე დაიღუპა.

"ნანა ძალიან
მაღალკვალიფიციური ექიმი იყო, მას ათასობით მადლიერი პაციენტი ყავდა. აფასებდნენ არამხოლოდ გამოცდილების და ცოდნის გამო, არამედ მზრუნველობისა და დელიკატურობისთვის. სხვისი პრობლემებისადმი მუდამ თანაგრძნობით სავსე იყო. ექიმად ორმოც წელზე მეტი იმუშავა. ნანა სოხუმში დაიბადა", - ყვება მისი კოლეგა სამედიცინო ცენტრიდან.

ადამაძე სამედიცინო ცენტრ Исида-ს თანამშრომელი იყო. როგორც ცნობილია, ნანა ადამაძე სოხუმელია და ცნობილი ექიმების ოჯახში დაიბადა. მისი სოხუმელი მეგობარი თინა კვირკველია ყვება, რომ როცა ნანამ იაროსლავის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1975 წელს მუშაობა სოხუმის სამშობიარო სახლში დაიწყო, ის იმდენად ყურადღებიანი და მზრუნველი იყო დედების მიმართ, ბევრი მშობელი გოგონებს მის სახელს არქმევდა. ნანა ადამაძის ოჯახი სოხუმიდან ომის დროს წავიდა და ფსკოვში დასახლდა, დაახლოებით 15 წლის წინ კი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. გარდაცვლილ ექიმს ორი შვილი დარჩა.

მომზადებულია geomigrant.com-ს მიხედვით
16:57 / 22-03-2017
გურუ
0
მომხდარის შემდეგ რამდენიმე წუთში მომიწია იქ გავლა. ეხლაც შოკში ვარ.<br />
დიახ, უნდა დასრულდეს ე.წ. მძღოლების თავაშვებულობა, გაუზრდელობა და უტვინობა. ეს ეხება ქალსაც და კაცსაც. ამის დასრულება შეგვიძლია ჩვენ ყველას. ხედავ, რომ დაარღვია - უთხარი რომ არის უზრდელი, გადაუღე ფოტო, გამოუძახე პატრულს და დაემუქრე - თუ არ დასჯიან დასჯი პატრულის თანამშრომელს. ითავოს პალიტრა მედიამ და გააკეთოს საიტი, სადაც ავტვირთავთ უზრდელი და უტვინო მძღოლების ფოტო-ვიდეო მასალას. მერე იკადრებს შსს და მოიფხანს ერთ ადგილს.<br />
ძალა ერთობაშია.
გამოეხმაურე / 0 /
09:43 / 21-03-2017
jiji
0
ფიქრის დრო, რომ არ გაქვს, რასაც მოიმოქმედებ, ზუსტად იმ ღირსების ხარ ("მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა"-ვაჟა)! პირდაპირ უფალთან მივიდა გმირი ქალბატონი! ასეთებიც, რომ ვართ, იმიტომაც ვართ! თქვენ კიდევ... რუსიო..! მაგაზე უნდა ეფიქრა არა..? აი, აი, თქვე... ისეთებიც, რომ ვართ!
გამოეხმაურე / 0 /
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:44 / 18-01-2018  Image თემქაზე მშენებარე ობიექტიდან 26 წლის ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა
მამაკაცი მშენებლობის მესამე სართულიდან გადმოვარდა
15:05 / 18-01-2018  Image კალაძე "ფეისბუქ-ლაივში" 95-ე ბაღის სამზარეულოდან ჩაერთო: "მშობლებო, თქვენი შვილები იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტით"
ინტერნეტმომხმარებელს აჩვენა როგორ მიდის სასადილოში საჭმლის კეთების პროცესი
19:40 / 18-01-2018  Image "მამამისი მის თვალწინ მოკლეს" - მოსკოვში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდის", "კვეჟოვიჩის" წარსული და ვენდეტა მამის მკვლელობის გამო
გურამ ჩიხლაძე 10 წლის იყო, მისი მამა ავთანდილ ჩიხლაძე ("კვეჟო") გავლენიანი "კანონიერი ქურდი" გახლდათ
17:52 / 18-01-2018  Image ბათუმში გაუჩინარებული 23 წლის გოგო იპოვეს
23 წლის გოგოს ორი დღეა სამართალდამცავები ეძებდნენ
13:06 / 18-01-2018  Image წვიმა, თოვლი, ქარბუქი.. - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49