ქართველი ექიმის გმირობა მოსკოვში - ქალმა მოხუცი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა სიკვდილს

ქართველი ექიმის გმირობა მოსკოვში - ქალმა მოხუცი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა სიკვდილს

მოსკოვში ტრაგიკულად დაიღუპა ქართველი ექიმი-გინეკოლოგი ნანა ადამაძე. 68 წლის ქალმა სიკვდილს გადაარჩინა სმენადაქვეითებული მოხუცი, რომელსაც მატარებელი  ეჯახებოდა. ნანა ადამაძე ლიანდაგისკენ გაიქცა, მოხუცი რელსებიდან გადააგდო, მაგრამ თავად დაიღუპა.

ტრაგედია პოდმოსკოვიეში 9 მარტს მოხდა. თუმცა, ფაქტის შესახებ სხვადასხვა რუსულენოვან საიტზე დღეს დაიწერა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ტრაგედია "პერლოვკას" სადგურზე მოხდა. როგორც ისინი ამბობენ, მოხუცს ხალხის ყვირილი არ ესმოდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, - სიყრუვის გამო. ნანა ადამაძე მისკენ გაიქცა და ლიანდაგიდან გადააგდო ქალი, თვითონ კი ადგილზე დაიღუპა.

"ნანა ძალიან მაღალკვალიფიციური ექიმი იყო, მას ათასობით მადლიერი პაციენტი ყავდა. აფასებდნენ არამხოლოდ გამოცდილების და ცოდნის გამო, არამედ მზრუნველობისა და დელიკატურობისთვის. სხვისი პრობლემებისადმი მუდამ თანაგრძნობით სავსე იყო. ექიმად ორმოც წელზე მეტი იმუშავა. ნანა სოხუმში დაიბადა", - ყვება მისი კოლეგა სამედიცინო ცენტრიდან.

ადამაძე სამედიცინო ცენტრ Исида-ს თანამშრომელი იყო. როგორც ცნობილია, ნანა ადამაძე სოხუმელია და ცნობილი ექიმების ოჯახში დაიბადა. მისი სოხუმელი მეგობარი თინა კვირკველია ყვება, რომ როცა ნანამ იაროსლავის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1975 წელს მუშაობა სოხუმის სამშობიარო სახლში დაიწყო, ის იმდენად ყურადღებიანი და მზრუნველი იყო დედების მიმართ, ბევრი მშობელი გოგონებს მის სახელს არქმევდა. ნანა ადამაძის ოჯახი სოხუმიდან ომის დროს წავიდა და ფსკოვში დასახლდა, დაახლოებით 15 წლის წინ კი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. გარდაცვლილ ექიმს ორი შვილი დარჩა.

მომზადებულია geomigrant.com-ს მიხედვით

ავარია აეროპორტთან: ყვითელი სამარშრუტოს და სატვირთოს შეჯახებას მგზავრი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანზე" მამაკაცი ლიანდაგზე ჩავარდა - მგზავრებმა მისი ამოყვანა მოასწრეს

გურჯაანის მერი, რომელიც თბილისში, "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე მოდიოდა, ავარიაში მოჰყვა