რას ყვება ვანში მამის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის დედა შემთხვევის შესახებ: "ცოტა ნასვამი იყო ერთიც და მეორეც..."

რას ყვება ვანში მამის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის დედა შემთხვევის შესახებ: "ცოტა ნასვამი იყო ერთიც და მეორეც..."

ვანში, სოფელ ზეინდარში შვილმა მამა თოფით მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მკვლელობაში ბრალდებულის დედის ინფორმაციით, მკვლელობა შეურაცხყოფის ნიადაგზე მოხდა.

როგორც მოკლულის მეუღლემ და მკვლელობაში ბრალდებულის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი მესამე ჯგუფის ინვალიდია, არ აქვს ცალი თვალი, რის გამოც მამა ხშირად დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდა.

"ინვალიდი ბიჭია ჩემი შვილი, ჯარის ინვალიდია, მესამე ჯგუფის. 70 ლარი აქვს პენსია... ცალი თვალი დაკარგული აქვს სამხედროში... ტელევიზორს უყურებდა. ცოტა ნასვამი იყო ერთიც, მეორეც, შეილაპარაკეს, ამან აქედან, იმან იქიდან - შე ბრუციანო, შე ბრუციანოო და ამდენი ვეღარ მოითმინა ამან..." - ყვება ბრალდებულის დედა.

იხილეთ ბრალდებულის დედის ვიდეო-კომენტარი

მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულსა და მოკლულს შორის, "როგორც ყველა ოჯახში, გარკვეული პრობლემები არსებობდა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამის მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. ამოღებულია დანაშაულის იარაღი. გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია