ავარია აღმაშენებლის ხეივანში: დამტვრეული ავტომობილები და პარალიზებული მოძრაობა

ავარია აღმაშენებლის ხეივანში: დამტვრეული ავტომობილები და პარალიზებული მოძრაობა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა შეფერხებულია. საცობის მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევაა. ერთმანეთს BMW-ს მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

როგორც ცნობილია, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი გოგონა ემსხვერპლა, ბავშვის დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავარიის გამო ავტომანქანების მოძრაობა პარალიზებულია თითქმის აღმაშენებლის ძეგლამდე.

იხილეთ ვიდეო ავარიის ადგილიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია