ავტომანქანა დედა-შვილს გაჩერებაზე დაეჯახა - რას ყვება თვითმხილველი ავარიაზე, რომელსაც 11 წლის გოგონა ემსხვერპლა

ავტომანქანა დედა-შვილს გაჩერებაზე დაეჯახა - რას ყვება თვითმხილველი ავარიაზე, რომელსაც 11 წლის გოგონა ემსხვერპლა

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი გოგონა ემსხვერპლა, ბავშვის დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც AMBEBI.GE-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოშია მოთავსებული.

თვითმხილველები ავარიის დეტალებს ყვებიან. როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველმა ვალერი ვარნეჩოვმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, 11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, როცა მანქანა ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი მათ დაეჯახა. მისივე თქმით, გოგონას თავში სავარაუდოდ, გაჩერების ბოძის დეტალი მოხვდა.

"ისეთი სურათი ვნახე, რომ ბავშვთან ვეღარ მივედი. ვეღარც დედამისთან მივედი, ცუდად გავხდი ისეთი მდგომარეობა იყო. დედაც და შვილიც აქვე ცხოვრობდნენ. გაჩერებაზე იდგნენ - ალბათ, სკოლაში მიდიოდნენ. ვნახე, რომ "ბე ემ ვეს" მარკის მანქანა დაეჯახა ჯერ გაჩერების ბოძს, შემდეგ კი მათ. შევხედე, რომ ბოძის რაღაც დეტალიც მოხვდა ბავშვს თავში", - აღნიშნა ვალერი ვარნეჩოვმა.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია