ავარია თბილისში - ავტომობილი მოტოციკლისტს შეეჯახა

ავარია თბილისში - ავტომობილი მოტოციკლისტს შეეჯახა

"ვეფხი და მოყმის" ძეგლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი მოტოციკლისტს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თვითმხილველთა განცხადებით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მძღოლის ვინაობა დადგენილია. მომხდარზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია