ავარია ყაზბეგზე: დიდი სისწრაფით მოძრავი მანქანა ჯერ მგზავრთა გაჩერებას, შემდეგ კი პრესის ჯიხურებს დაეჯახა

ავარია ყაზბეგზე: დიდი სისწრაფით მოძრავი მანქანა ჯერ მგზავრთა გაჩერებას, შემდეგ კი პრესის ჯიხურებს დაეჯახა

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე გამთენიისას ძლიერი ავარია მოხდა. დაახლოებით დილის 05:00 საათზე ავტომანქანა ჯერ მგზავრთა მოსაცდელ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგომ პრესის ჯიხურებში შევარდა.

იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან

პირველადი ინფორმაციით, მანქანა სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრაობდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

"გამთენიისას, ძალიან დიდი სისწრაფით მოძრავი შავი ჯიპი, რომელსაც მართავდა ქალი, დაეჯახა ფოსტის ჯიხურს, ეს ფოსტის ჯიხური დაეცა პრესის ჯიხურს. მდგომარეობა კატასტროფულია, ჯიხური ფაქტობრივად აღარ არსებობს. დიდი ზარალი მოგვაყენა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანა ფაქტობრივად "მოფრინავდა". როგორც ვიცით, შავი ჯიპი გადაყვანილია საპატრულოს მიერ. საბედნიეროდ, გამყიდველები არ იმყოფებოდნენ ადგილზე და მსხვერპლი არ არის" - ამბობს "ელვა-მარკეტის" დირექტორი ეკატერინე ქებურია.

"აქ მანქანები სულ სწრაფად დადიან. ამასწინათ გაჩერებას დაეჯახა მანქანა და ვიფიქრე აქეთ რომ წამოვიდეს და დაგვეჯახოსმეთქი... სულ ამის შიშში ვიყავით" - ამბობს ჯიხურის გამყიდველი მაყვალა ლაგვილავა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი - ავტომანქანის მძღოლი დაშავდა. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 20 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში?

გორთან, ავტობანზე, ტრაილერის და ჯიპის შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

"ტუბერკულოზი ჰქონდა, ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა" - კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი 70 წლამდე მამაკაცია