სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი მდინარე ტეხურაში იპოვეს

სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი მდინარე ტეხურაში იპოვეს

სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი მდინარე ტეხურაში იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ დაუდასტურა. გამგებლის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს და სახლში გადაასვენეს.

მაშველები 8 წლის ბავშვს მდინარეში რამდენიმე კვირაა ეძებდნენ. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი 23 თებერვალს გაუჩინარდა.

როგორც ცნობილია, შსს-მ აღნიშნულ საქმეზე ერთი პირი დააკავა. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლითაა აღძრული, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია