ტრაგედია ყიფშიძეზე - სავარაუდოდ, მშენებლობის პროცესში მიწის ჩავარდნის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა

ტრაგედია ყიფშიძეზე - სავარაუდოდ, მშენებლობის პროცესში მიწის ჩავარდნის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მშენებლობის პროცესში მიწის ჩავარდნამ გამოიწვია.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მაშველებმა იმუშავეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია