ქუთაისში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ქუთაისში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქუთაისში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს გორის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია