გურჯაანში 4 წლის ბავშვს სატვირთო მანქანა დაეჯახა

გურჯაანში 4 წლის ბავშვს სატვირთო მანქანა დაეჯახა

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბავშვი თავდაპირველად გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, თუმცა მოგვიანებით თბილისში გადმოიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას" გულისხმობს.

ფოტო: ტელეკომპანია გურჯაანი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია