ყაჩაღობა სოფელ ჭოგნარში - ოჯახს სამი ნიღბიანი თავს დაესხა

ყაჩაღობა სოფელ ჭოგნარში - ოჯახს სამი ნიღბიანი თავს დაესხა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში ოჯახი დააყაჩაღეს. მათ სამი ნიღბიანი დაესხა თავს. დაშავებულია ოჯახის დიასახლისი, ადვოკატი მზია დოღონაძე.

მისი განცხადებით, სახლიდან წაღებულია 500 ლარი, ოქროს საყურე და ბეჭედი. გარდა ამისა, დოღონაძის თქმით, შეიარაღებულმა პირებმა ბავშვის სათამაშო კომპიუტერი, თოფი და სომხური კონიაკები წაიღეს.

ადვოკატ მზია დოღონაძის განცხადებით, მისი შვილი სასტიკად აწამეს. "კარები ფეხებით შემოამტვრიეს. შემოვარდნენ და მაშინვე ცემა დაგვიწყეს. ოქროები და ფული მოგვეცითო. თქვენ ბევრი ფული გაქვთო. სულ კონდახებით სცემეს ჩემი შვილი. ამ დროს მე შაქარმა ამიწია და გავითიშე. ჩემმა შვილმა უთხრა, არ სცემოთო, დიაბეტიანი არისო და მერე მე შემეშვნენ და ჩემს შვილს ურტყამდნენ", - ამბობს დაზარალებული ადვოკატი.

მისივე თქმით, ყაჩაღებმა იმდენად სცემს მისი შვილი, რომ საჭირო გახდა საავადმყოფოში გადაყვანა. როგორც მზია დოღონაძე ყვება, ამჟამად შვილის მდგომარეობა სტაბილურია და ის უკვე სახლში იმყოფება. დაზარალებული ვარაუდობს, რომ თავდამსხმელები მისი თანასოფლელები არიან. დოღონაძე დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.

"ისეთ დეტალებზე გვესაუბრებოდნენ, რომ გამორიცხულია შორიდან მოსული ვიღაცები ყოფილიყვნენ. ყოველ შემთხვევაში ნაცნობები რომ იყვნენ, აშკარაა", - ამბობს ის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია